Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მსგავსი არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ _ რა ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში
Regions.ge
08 December 2016, 16:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა კონკურსით დანიშნულ თანამდებობის პირებს სამსახურის დატოვებას აიძულებს: „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სიბნელე ისადგურებს - ესაა მძიმე რეალობა. განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინიტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები! ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა - ფაქტი, რომლის მსგავსიც არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ. შეგნებულად არ ვეხები იმ საკითხს, თუ რა ხედვები აქვს ახალ ხემძღვანელობას სამინისტროს მიერ თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების და მომავალი საკადრო პოლიტიკის კუთხით. იკითხავთ: რა არის ამ ყველაფრის მოტივაცია? ჩემი პასუხია - მინიმუმ, სიბეცე და უაზრო თავდაჯერებულობა - სხვა ახსნა არ არსებობს... თუმცა მჯერა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. მე მივიღე გამოწვევა და მზად ვარ, არამხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის, არამედ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ“ _ წერს წაქაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ინფრასტრუქტურის სამინისტროში წაქაძის წერილზე კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ განცხადების იძულებით დაწერა დანაშაულია: „ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ შსს-ს ან პროკურატურას. უკვე სასამართლოშიც დამკვიდრდა პრაქტიკა და ასეთი საქმეების დიდი ნაწილი მოხელეთა სასარგებლოდ გადაწყდა“ _ ამბობს ალაფიშვილის და მოხელეებს ურჩევს იაქტიურონ: „ თუკი თვითონ არ იაქტიურებთ, სხვა ვერავინ დაიცავს თქვენს უფლებებს. მიმართეთ პროკურატურას, მიმართეთ სახალხო დამცველს, მიმართეთ სასამართლოს!“ _  ასეთ რჩევას აძლევს იურისტი საჯარო მოხელეებს და კანონის შესაბამის მუხლსაც აქვეყნებს: „მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა _  პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“ _ წერს ალაფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ამავე თემაზე: სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ზურა ალავიძის პროტოკოლის უფროსად დაინიშნა კვირიკაშვილმა "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა
წყარო: gurianews.com
gurianews.com
08.12.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი